„ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება“ – ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ

საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივართან ერთად იზეიმა. „ისინი არიან გმირები და გმირებს დაფასება სჭირდებათ“ – საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე, პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს – 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს.

ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული ხალხი და ამიტომ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ – ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები