ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

11 მაისს, 17:00-ზე, ნიუ-იორკში, მილენიუმის დიდ საკონცერტო დარბაზში ნიკოლოზ წულუკიძე წარდგება სპექტაკლით “ქართული თეატრის ამბავი ანუ… ამბავი და ისტორიები რომლებიც  google -ში არ იძებნება“. სპექტაკლის დასრულებიდან 15 წუთიანი შესვენების შემდეგ გაიმართება საქართველოს  დამოუკიდებლობის და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მომღერლების – თეატრალურის  კვარტეტის, გელა დონაძის და ანუკი ცქვიტინიძის, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის მონაწილეობით, რომლებიც ცნობილ და ახალ  ქართულ ქალაქურ სიმღერებს შეასრულებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან: VIP BEAUTY LINE, GEORGIAN DISPORA და  გადაცემა “მე დავბრუნდები” – ჰოლდინგი “მედია თვისტომი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები