ქეთი ნოგიევა: “ეს გამარჯვება ჩემი და თქვენია ძვირფასო ემიგრანტებო“

იტალიელმა პროდიუსერმა, კომპოზიტორმა და მომღერალმა ვიტორიო რეალემ, ერთი წლის წინ, სოციალურ ქსელში აღმოაჩინა ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი, ქართულ-იტალიული ტელეკომპანია KN TV-ის დამფუძნებელი ქეთი ნოგიევა, რომელსაც საავტორო სიმღერა “Dammi il Cuore”(მაჩუქე გული) დაუწერა. ამ სიმღერით ქეთი ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ ქეთი ნოგიევას მიერ შესრულებულ სიმღერას ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავდა და შესაბამისად გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ Colle Val d’elsa-ში გაიმართა და მას პრემია გადაეცა.

„ძალიან დიდი მადლობა ყველას❤️უამრავი თბილი შეტყობინება და მოლოცვა მივიღე. პირველი ადგილი მოიპოვა ჩემმა საავტორო სიმღერამ “მომეცი გული”❤️🏆Brano più vissualisato sul web 🏆🥇

ეს გამარჯვება ჩემი და თქვენია ძვირფასო ემიგრანტებო❤️“ – წერს ქეთი ნოგიევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები