ინფორმაცია კალაბრიას რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარიში ინფორმაციას ავრცელებს:
„2024 წლის 21 მარტს, ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ეწვიონ ქ. რეჯო-დი-კალაბრიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს:
🔹ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება
🔹საქართველოს მოქალაქის პირველადი რეგისტრაცია
🔹ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება
🔹დამზადებული ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის და ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღება.
🔹ასევე, მოქალაქეებს ადგილზევე გაეწევა სხვადასხვა სახის საკონსულო და სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.
მოქალაქეთა მიღება იწარმოებს : 10:00დან 14:00 საათამდე Grand Hotel Excelsior- საკონფერენციო დარბაზში
მისამართი: Via Vittorio Veneto, 66, 89123 Reggio Calabria RC
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 0809189650, 0809189651 (სამუშაო დღეებში 15:00- 17:00საათამდე)“, – ნათქვამია გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.