ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ რეიტინგები განაახლა

ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ, წონების მიხედვით, რეიტინგები განაახლა.

გენო პეტრიაშვილი (125 კგ) წონის მეორე ნომერია და მხოლოდ ირანელ ზარეს ჩამორჩება.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) წონაში მესამე ნომრადაა განთესილი – იგი  ამერიკელ კაილ სნაიდერს და აზერბაიჯანელ მაგომედჰან მაგომედოვს ჩამორჩება.

წონის მეოთხე ნომერია მირიან მაისურაძე (92 კგ) – ფეიზულა აკთურქის; რიზაბეკ აიტმუჰანის და ოსმან ნურმაგომედოვის შემდეგ.

წონის მესამე ნომერია  ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და მხოლოდ აჰმედ უსმანოვს და მოჰამად ნოჰოდილარიმს ჩამორჩება.  ამავე წონაში მეცხრეა ავთანდილ კენჭაძე.

წონის მესამე ნომერია შოთა ფარტენაძე (61 კგ).

სხვა წონებში ასეთი ვითარებაა (Top 20-ში მყოფი მოჭიდავეები):

57 კგ  რობერტ დინგაშვილი (14);

70 კგ აკაკი ქემერტელიძე;

86 კგ ევსევ შველიძე (19).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები