ეროვნულმა კინოცენტრმა ახალი ორენოვანი პორტალი „ქართული ეროვნული კინომემკვიდრეობა“ შექმნა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნება საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ცენტრალური არქივიდან ჩამოტანილი და აღდგენილია 60-მდე ფილმი, მათ შორის – 1920-30-იან წლებში გადაღებული 31 უხმო კინოსურათი.

ეროვნულმა კინოცენტრმა  ერთი წლის მუშაობის შემდეგ შექმნა ახალი ორენოვანი პორტალი „ქართული ეროვნული კინომემკვიდრეობა“ (https://gnfcheritage.ge/), რომელზედაც ყველასათვის ხელმისაწვდომია 1920-30-იანი წლების  ფილმები.

კინომემკვიდრეობის ნახვა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ეროვნული კინოცენტრის მიზანია ქართული კინო ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ქართველი ემიგრანტებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები