ვეჰბი ემრეს მემორიალზე გიორგი თოხაძემ და ოთარ აბულაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გიორგი თოხაძემ (55 კგ) და ოთარ აბულაძემ (72 კგ) ანტალიაში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ვეჰბი ემრეს მემორიალზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები თურქულ ტურნირზე არასრული შემადგენლობით გამოდის. დღეს ასპარეზობაში დიეგო ჩხიკვაძე, ჯონი ხეცურიანი (ორივე 67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) ჩაებმებიან.