ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მონაწილეობს
5-10 მარტს, პარიზში, ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი იმართება, სადაც საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მონაწილეობს.
ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ინდივიდუალურ და გუნდურ დისციპლინაში იასპარეზებენ.
საორგანიზაციო კომიტეტმა საიმიჯო ბანერზე ირმა ხეცურიანის გამარჯვების ამსახველი კადრი დაიტანა.