ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა 3, ხოლო ირაკლი ჩხეიძემ 1 მედალი მოიპოვა

ბულგარეთში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, +87 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდმა სამი მედალი მოიპოვა. ატაცში მან ოქრო მოიგო, აკვრასა და ორჭიდში – ვერცხლი.

ატაცში პირველ მისვლაზე მან 111 კგ ასწია, მეორეზე – 115, მესამეზე – 117. გოტფრიდის შედეგი აკვრაში 140 კგ იყო, ორჭიდში კი – 257.

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 168 / 174 კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა.

ჩხეიძემ აკვრაში თავი 212 კილოგრამს გაართვა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა. ორჭიდში მოგროვილი 386 კილოგრამით მე მე-5 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები