იკა სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

„თბილისი არენაზე“ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის სპორტულ კარატეში. შეჯიბრებაში 49 ქვეყნის 1160 სპორტსმენი მონაწილეობდა და სამ დღეს გაგრძელდა.

საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ კადეტთა შორის გიგი ალანია (-52 კგ) და იუნიორთა შორის უტა ფონიავა (-68 კგ).

მესამე მედალი კი საქართველოს ნაკრებს იკა სულამანიძემ მოუტანა, იგი ჩემპიონატზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა, თუმცა ცოტა დააკლდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ევროპის 49 ქვეყანას შორის საქართველომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა.

ევროპის კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ გიგნაძემ დროშა, საზეიმო ვითარებაში, პოლონელ კოლეგა პაველ პოლტოჟეცკის გადასცა.

ევროპის მომდევნო ჩემპიონატი 2025 წელს პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიავაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები