კიევში რუსი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის ქუჩას ვახტანგ კიკაბიძი სახელი მიენიჭა

უკრაინაში, დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესის ფარგლებში, ქვეყნის დედაქალაქ კიევში კიდევ ათ ობიექტს შეუცვალეს სახელი, სწორედ ამ ცვლილების მიხედვით, რუსი მწერლის მიხეილ ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და მას ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სახელი უწოდეს.

უკრაინაში საბჭოთა და რუსული მმართველობის დროს დაწესებული ქალაქების, ქუჩების, სოფლებისა და სხვა ობიექტების სახელთა ცვლილება 2014 წელს დაიწყო და პროცესი განსაკუთრებით აქტიურად გაგრძელდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები