ფილმი “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩენდლერის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო ევროპული ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა
ბექა სიხარულიძის ფილმი “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ აშშ-ში, არიზონას შტატში, ჩენდლერის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო ევროპული ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ფილმში მთავარ როლებში გივი სიხარულიძე, ბექა სიხარულიძე, ნინო კურატაშვილი, ია შუღლიაშვილი და რომან გვენცაძე ასრულებენ.
ფილმის სიუჟეტი 90-იანი წლების თბილისში ვითარდება, ქალაქში, რომელშიც ექიმს უწევს გააკეთოს საბედისწერო არჩევანი საკუთარ ოჯახსა და სხვის სიცოცხლეს შორის.