„Prague Open 2024“-ზე ანასტასია კირთაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა

ანასტასია კირთაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა ჩეხეთის დედაქალაქში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე „Prague Open 2024“.

ანასტასიამ, 9-იდან 7 ქულა დააგროვა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, ხოლო ვაჟთა შორის IV-VI ადგილი გაინაწილა.

აღსანიშნავია რომ მან ბოლო 3 ფინალური პარტია მოიგო და 138 სარეიტინგო ქულა მოემატა.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ ქართველმა მოზარდმა, სამ ძლიერ დიდოსტატ ვაჟს გაასწრო ქულებით.

ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მასში 38 ქვეყნის 248 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები