კაუნასში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ფიგურულ ციგურაობაში
10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ლიეტუვას ქალაქ კაუნასში გაიმართება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 167 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. კაუნასის “ჟალგირისის არენაზე” ყველა კატეგორიაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონები – ანასტასია გუბანოვა(საქართველო), ადამ სიაო ხიმ ფა(საფრანგეთი), სარა კონტი-ნიკოლა მაჩი(იტალია) და შარლი გიუნარ-მარკო ფაბრი(იტალია) იასპარეზებენ.
ქართველ მოციგურავეთა (ანასტასია გუბანოვა, ალინა ურუშაძე, ნიკა ეგაძე, ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა, დიანა დევისი-გლებ სმოლკინი) გამოსვლის განრიგს მოკლე პროგრამებში მათი სასტარტო ნომრების წილისყრის დასრულების შემდეგ გაცნობებთ.