მატილდა გვარლიანისა და CHANEL-ის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანისა და ლეგენდარული ფრანგული მოდის სახლის, CHANEL-ის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა, როდესაც შანელმა ბესტსელერი სუნამოს, CHANCE-ის ახალი რეკლამა წარადგინა.

სუნამოს 4 არომატის რეკლამისთვის ბრენდმა 4 ახალბედა მოდელი შეარჩია. თანამედროვეობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Chanel -ის რეკლამისთვის შერჩეულ მოდელებს შორის ქართველიც მოხვდა.

აქვე გეტყვით, რომ მატილდას დებიუტი შანელის პოდიუმზე 2022 წლის სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა, რის შემდეგაც, ბრენდმა გვარლიანი მაიამიში დაგეგმილი კრუიზული კოლექციის შოუსთვისაც შეარჩია.

📷 FashionHolics Online

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები