დასრულდა UGRAD 2022-23 და ქართველი სტუდენტები სამშობლოში დაბრუნდნენ
დასრულდა UGRAD 2022-23 გაცვლითი პროგრამა და ალექსანდრე დუმბაძე, ანანო ნაჭყებია, ბარბარე ჯანჯალაშვილი, დავით სახოკია, ზურაბ შათირიშვილი და ლიზი ცარციძე სამშობლოში დაბრუნდნენ, ხოლო ახალი ნაკადი ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სასწავლებლად გამგზავრებამდე პროგრამას გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„ვულოცავთ ალექსანდრე დუმბაძეს, ანანო ნაჭყებიას, ბარბარე ჯანჯალაშვილს, დავით სახოკიას, ზურაბ შათირიშვილსა და ლიზი ცარციძეს UGRAD 2022-23 გაცვლითი პროგრამის დასრულებასა და სამშობლოში დაბრუნებას!
გიორგი ზანგურს, ედგარ მაზმანიანს, თამარ თათეშვილსა და ლიკა ყულჯანიშვილს კი ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სასწავლებლად გამგზავრებამდე პროგრამის წარმატებით გავლას გისურვებთ.
მადლობას ვუხდით კომპანია Gulf Georgia-ს, რომლის მხარდაჭერითაც პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა წელს 10-მდე გაიზარდა!“ – ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.