22-23 ოქტომბერს თბილისი, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს” უმასპინძლებს
საქართველო რიგით მესამე, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისთვის ემზადება. ღონისძიებას დაესწრება 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე სტუმარი, მათ შორის, მოწვეულნი არიან მთავრობის მეთაურები, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმი აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მიზნად ისახავს სადისკუსიო პლატფორმის შექმნას, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ეწყობა.