გერმანიაში საქართველოს კულტურულ ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბერლინში, ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული და დუდანა მაზმანიშვილის შესრულებით კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.
შეხვედრას გერმანიის 80-მდე წამყვანი ტუროპერატორი, ავიაკომპანიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB მენეჯერები დაესწრნენ. ღონისძიება ტურიზმის ადმინისტრაციისა და სააგენტო “ KPRN”-ის ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა წამყვან გერმანულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს საქართველოს ტურისტული პროდუქტების გაცნობისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით.
ლიტერატურული საღამოს ფარგლებში მწერალმა რომან „უკმარი სინათლის“ შესახებ ისაუბრა. ლიტერატურულ საღამოზე მუსიკალური ნაწარმოებები დუდანა მაზმანიშვილმა შეასრულა.