დიტო ცინცაძის ფილმი ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული დიტო ცინცაძის ფილმი ,,შინდისი“ გახდა. ქართულმა ფილმმა კინოფესტივალის გრან-პრი „საერთაშორისო კონკურსის“ კატეგორიაში მოიპოვა.

ფილმის რეჟისორმა დიმიტრი ცინცაძემ კი, პრიზი „საუკეთესო რეჟისორის“ ნომინაციაში მიიღო.

ფილმი აგვისტომს ომზეა და შინდისის გმირებს ეძღვნება. სურათს საფუძვლად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ფილმის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ დიტო ცინცაძის ფილმი ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე,  „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” კატეგორიაზეა წარდგენილი.

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალი, პოლონეთის დედაქალაქში 1985 წლიდან იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები