აზიის მსოფლიოს კინოფესტივალზე ფილმმა -„მოქალაქე წმინდანი“ – საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის პრიზი მიიღო

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში გამართულ აზიის მსოფლიოს კინოფესტივალზე, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის  პრიზი მიენიჭა კრუმ როდრიგესს, ფილმისთვის – „მოქალაქე წმინდანი“.

„მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.

აქვე გეტყვით, რომ ამერიკაში 2024 წელს კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმის – „მოქალაქე წმინდანის“ ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მიღება და დისკუსია, რომელსაც გაუძღვა დევიდ ვოლაჩინსკი.

შეგახსენებთ, „მოქალაქე წმინდანი“  2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები