ნიდერლანდებში მხატვარ გიორგი შენგელიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ნიდერლანდების ქალაქ ბერხენში მხატვარ გიორგი შენგელიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა. 17 ოქტომბერს პრეზენტაციას საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე დაესწრო. ასევე გამოფენაზე მოწვეული იყო ბერხენის მერი და სხვა საპატიო სტუმრები.

გამოფენაზე სახელწოდებით „შავი და ლურჯი“ წარმოდგენილი იყო მხატვრის ნამუშევრები შავი და ჩრდილოეთის ზღვების თემაზე.

გიორგი შენგელია სოხუმში დაიბადა, შემდეგ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 2003 წლიდან კი მოღვაწეობს და ცხოვრობს ნიდერლანდების სამეფოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები