ინფორმაცია ნეაპოლში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, 2023 წლის 16 ნოემბერს გასვლით საკონსულო მომსახურებას გეგმავს ქ. ნეაპოლში.

გასვლით შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (სხვადასხვა ცნობები, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა), ასევე მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გაესაუბრონ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე.

მოქალაქეთა მიღება გაიმართება ხუთშაბათს, 16 ნოემბერს, 10:00-იდან 15:00 საათამდე.
მისამართი: Piazza Garibaldi n°101, FILCAMS CGIL Napoli.

ტელეფონი: +39 3338879123
ელფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები