ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ გამართულ გამოფენას „ევრონიუსი“ სტატიას უძღვნის

ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ გამართულ გამოფენას – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ „ევრონიუსი“ სტატიას უძღვნის.

სტატიაში, სათაურით „ბრიუსელში ქართული ხელოვნების ფესტივალი აღმოსავლეთსა და დასავლეთს აერთიანებს“, აღნიშნულია, რომ გამოფენა ეძღვნება მე-20 საუკუნის პირველ სამ ათწლეულს, როდესაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ხელოვნება განვითარდა. ეს არის ხანა, რომელიც მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდსაც (1918-1921).

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტილი ნათლად ჩანს დადაიზმისა და კუბიზმის მიმდევართა ნამუშევრებში. პირველი წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის სისასტიკის გავლენით, ხოლო მეორეს სათავე პაბლო პიკასომ დაუდო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ფესტივალით დაინტერესებულ ყველა მსურველს შეუძლია კონცერტებს, კინოფილმების ჩვენებებსა და თეატრალურ წარმოდგენებს ბელგიის სხვადასხვა კულტურულ ცენტრში 2024 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე დაესწროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები