საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:
“ისრაელის სახელმწიფოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით, გთხოვთ სავალდებულო წესით შეავსოთ მოცემული ფორმა, იმისათვის რომ საელჩომ შეძლოს საჭიროების შემთხვევაში თქვენთან დაკავშირება.
საკონსულო რეგისტრაცია უნდა გაიარონ იმ პირებმაც, რომლებმაც უკვე მოაწოდეს საელჩოს პასპორტის ასლები და ტელეფონის ნომრები.
გისურვებთ მშვიდობას!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.