ემიგრაციაში ქართველი მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა
ინგა ფერაძემ 1970-იან წლებში დაიწყო აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა – იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაზის მომღერალი ქალი საბჭოთა კავშირის მასშტაბით; მღეროდა ანსამბლში „ორერა“, ოთხი წლის განმავლობაში, ანსამბლ „დიელოს“ უცვლელი სოლისტი იყო. 1980-იან წლებში მღეროდა ქალაქურ სიმღერებს.
2001 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ინგა ფერაძე გაემგზავრა ბელგიაში, სადაც ცხოვრების ბოლო წლები გაატარა.