მსოფლიო პირველობაზე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ქართველმა სამბისტებმა 8 მედალი მოიპოვეს
5-8 ოქტომბერს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართება მსოფლიო პირველობა ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის, რომელშიც ჩვენმა სამბისტებმა წაქრმატებით იასპარეზეს.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ძაგანიშვილმა (ახალგაზრდები) ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ:
ნიკოლოზ გოგოლაძე (ახალგაზრდები);
გიორგი დვალიშვილი (ჭაბუკები);
ნიკოლოზ ალშიბაია (ახალგაზრდები);
ბეჟან ხურციძე (ჭაბუკები);
რომეო ნიქაბაძე (ჭაბუკები);
ნინი დარჩია (გოგონები).
მსოფლიო ჩემპიონატზე გაბო მუკბანიანმა (ახალგაზრდები) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.