ერევანში იუნიორთა შორის გრან-პრის ბოლო, მე- 7 ეტაპი იწყება
დღეს, 5 ოქტომბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაიწყება იუნიორთა შორის გრან-პრის ბოლო, მე- 7 ეტაპი, სადაც ერთეულ გოგონათა კატეგორიაში მონაწილეობას მიიღებს ქართველი მოციგურავე ინგა გურგენიძე, რომელიც მოკლე პროგრამაში, ბოლო, 34-ე ნომრად იასპარეზებს.
ჩვენი სპორტსმენისთვის, ბუდაპეშტში გამართული ეტაპის შემდეგ, ეს რიგით მეორე ტურნირი იქნება.
ერევანში ასპარეზობების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება იმ ქვეყნების ვინაობა, რომლებიც მიიღებენ დამატებით საგზურებს 2024 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც კორეაში 2024 წლის 27- 31 იანვარს გაიმართება.
საქართველოს ჯერჯერობით ორ სახეობაში, სპორტულ წყვილებსა და გოგონების კატეგორიაში აქვს ლიცენზიები მოპოვებული.