საერთაშორისო ტურნირზე სპორტული კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა

კვიპროსში, ქ. ლარნაკაში დასრულდა “სერია ა”- ს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ტურნირი უფროსებს შორის, რომელშიც 70 ქვეყნის 807 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია 12 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ისტორიაში პირველად, -67 კილოგრამში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, 21 წლამდე იკა სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მის ანგარიშზეა 6 მოგებული შეხვედრა.

+84 წონით კატეგორიაში მერაბ გელაშვილმა 5 მოგებული ბრძოლით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-75 წონით კატეგორიაში შოთა აბუაშვილმა და ვალიკო ფონიავამ მე-7-ე ადგილი დაიკავეს.

ასევე, საქართველოს ისტორიაში პირველად, სერია ა-ზე ქართული დელეგაცია წარმოდგენილი იყო სამი მსაჯით – თათი მელუა, თამუნა თურმანიძე და გელა ახალაძე. მათ შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოგიტა არქანია და ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლაშა კოდუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები