საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში 11 მედალი მოიპოვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
ჩემპიონები გახდნენ: რომეო ბერიძე (60 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ).
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (72 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ).
ბრინჯაოს – გიორგი თოხაძე (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ), ხვიჩა ანანიძე, დავით სოლოღაშვილი (ორივე 77 კგ) და საბა მამალაძე (82 კგ).
პოლონეთში ქართველი მოჭიდავეები 23-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ და მწვრთნელებმა სერგო ნინუამ და მიხეილ მელუამ წაიყვანეს.