ქართული ღვინის დეგუსტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის “TRIBEINTERNATIONAL” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.
ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები დაესწრნენ; საპრეზენტაციოდ წარდგენილი იყო 10-მდე დასახელების ქართული ღვინო.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობის მიზნით აქტიურად ახორციელებს სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებებს.