ანა ლელაძე ევროპის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ანა ლელაძე ევროპის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამაზე European Political and Governance Studies სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.
ევროპის კოლეჯი არის ევროპული კვლევების წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ევროპის კოლეჯი ბრიუგეში 1949 წელს წამყვანმა ევროპელმა საზოგადო მოღვაწეებმა და ევროკავშირის დამფუძნებელმა მამებმა დააარსეს.
ეს კონკრეტული პროგრამა კი ბრიუგეში, კოლეჯის მთავარ კამპუსში ხორციელდება.