ტურიზმის მსოფლიო დღე – შრი-ლანკის დელგაციის ვიზიტი

ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Raddison Red-ში იმართება შრი-ლანკის გაცნობითი საღამო, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში აკრედიტებული შრი-ლანკის საელჩოსა და საპატიო საკონსულოს მიერ.

ღონისძიებას დაესწრებიან წარმომადგენლები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან, მათ შორის, წარმოდგენილი იქნება დიპლომატიური კორპუსი. ამასთან, დამსწრეთა სიაში არიან წარმომადგენლები წამყვანი ტურისტული სააგენტოებიდან და სხვადასხვა კერძო სექტორიდან.

ღონისძიებას, როგორც ორგანიზატორების, ასევე მოწვეული სტუმრების რანგში დაესწრებიან შრი-ლანკის წარმომადგენლებიც.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება შრი-ლანკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულების გაცნობა. დამსწრე საზოგადოება შრი-ლანკას გაიცნობს ბევრი მიმართულებით, მათ შორის, წარმოდგენილი იქნება შრი-ლანკური ცეკვა, მუსიკა, სამზარეულო, ტრადიციული ასპექტები.

შრი-ლანკის წარმოჩენის პარალელურად, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება საქართველოც, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მესიჯით.

ღონისძიებაზე სტუმრების რეგისტრაცია დაიწყება 19:30 საათიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები