საბა ხევიაშვილი სწავლას Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსებით და სტიპენდიით ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული საბა ხევიაშვილი სწავლას Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსებით და სტიპენდიით ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.

სამაგისტრო პროგრამის პირველ წელს ბელგიაში, Katholieke Universiteit Leuven-ში, ხოლო მეორე წელი საფრანგეთში, Université Grenoble Alpes-ში გაატარებს.

საბას განსაკუთრებული ინტერესი კვანტურ ფიზიკას და მის გამოყენებას უკავშირდება, სწორედ ამიტომ შეარჩია ეს პროგრამა, სადაც შესაძლებელია ამ საკითხების სიღრმისეული, მეცნიერული შესწავლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები