ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის შეჯიბრების ბოლო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ტურნირზე ბრწყინვალედ იჭიდავა და ოქროს მედალი მოიპოვა ილია სულამანიძემ (100კგ), რომელმაც ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მატვეი კანიკოვსკის დამაჯერებლად სძლია.
ბაქოს გრანდ სლემის ფინალში მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა იჭიდავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემი 3 მედლით დაასრულა: ოქროს მედალი ილია სულამანიძემ მოიპოვა (100 კგ); ვერცხლის მედალს კი გურამ თუშიშვილი(+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი(57 კგ) დაეუფლნენ.