ჭაბუკა ჭიღლაძემ ჩინეთში, “King of Asia”-ზე რეკორდი დაამყარა
ჩინეთში, ტანგშანში გაიმართა ერთ – ერთი ყველაზე პრესტიჟული ძალისმიერი შეჯიბრება უძლიერეს მამაკაცთა შორის “King of Asia”, სადაც ქართველმა ათლეტმა ჭაბუკა ჭიღლაძემ ერთ – ერთ დისციპლინაში რეკორდი დაამყარა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მან ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ჭაბუკა ჭიღლაძე: “შეჯიბრება განტელებით დაიწყო და პირველივე მოძრაობა მოვიგე, მეორე მოძრაობაზე გავიწყვიტე ბიცებსის კუნთი, რის გამოც ვერ შევძელი გამეგრძელებინა ასპარეზობა, სამწუხაროდ, საპრიზო ადგილის დაკავება ვერ შევძელი, მაგრამ დამაჯილდოვეს ცალკეული რეკორდისთვის. პირველი მოძრობა რაც მოვიგე რეკორდი აღმოჩნდა. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, ბოდიში ვისაც იმედი გაგიცრუეთ, არაფერი ვიცი ჯერ ხელი როგორ მდგომარეობაში მაქვს და როდის შევძლებ სპორტში დაბრუნებას…”