ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა
საუდის არაბეთში გამართული ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ტიტული შეინარჩუნა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა რომ უძლეველია.
ტალახაძემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 208 / 2015 / 220 კგ. დაძლია და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე საუკეთესო გამოდგა აკვრაში დაძლეული 245 / 253 კილოგრამითაც და კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა.
რა თქმა უნდა, ორჭიდში მოგროვილი 473 კილოგრამითაც ოქროს მედალი დაიმსახურა.
ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთია, ვინც ოლიმპიურ სახეობებში ზედიზედ მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა!