ქართველი მოჭადრაკეებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს

რუმინეთის ქალაქ მამაიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.

ბათუმელმა კესარია მგელაძე 9-იდან 7,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. კესოს მწვრთნელები საერთაშორისო ოსტატები: ნიკოლოზ მანაგაძე და ნოდარ ლორთქიფანიძე არიან.

ბათუმელმა მარიამ ცეცხლაძემ – ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის. მარიამმა 9-იდან 7 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. მარიამის მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით მაღალაშვილია.

მარიამ რეხვიაშვილი კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.

თბილისელმა მარიამ რეხვიაშვილმა 9-იდან 7 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. მარიამის მწვრთნელი ეროვნული ოსტატი იოსებ კვირიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები