“ოტელოს” ტრიუმფი კაიროს ექსპერიმენტული თეატრების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

კაიროში, ექსპერიმენტული თეატრების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ეგვიპტელი მაყურებლის წინაშე წარადგინა სპექტაკლი “ოტელო”, რომელსაც აღფრთოვანება და ხანგრძლივი ოვაციები ხვდა წილად.

აი რას წერს სპექტაკლის შემდეგ ეგვიპტელი დრამატურგი ისრა მაჰბუბი: “თეატრს ჯერ კიდევ შესწევს ძალა შთაბეჭდილება მოახდინოს მაყურებელზე. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოხატოს ოვაციები. ეს იყო სიურპრიზი, ზღაპრული და დიადი.

თოჯინები და მსახიობები – დეტალები ჰარმონიულად ერწყმოდნენ ერთმანეთს. თავად თოჯინა იყო მსახიობი!

ქართველების მიერ წარმოდგენილი „ოტელო“ გასაოცარი, შემოქმედებითი, ზღაპრული, ძალზე თამამი და ჭკვიანური ხედვით დადგმული სპექტაკლია”.

ოტელო” სამ ნომინაციაში გავიდა: საუკეთესო მხატვრობა, საუკეთესო რეჟისურა და გრან-პრი. გია მარღანიამ და დიმიტრი ხვთისიაშვილმა პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის აიღეს.

ოტელოს” პრემიერა 2022 წელს შედგა. „ოტელო“ თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზია. სპექტაკლი მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის 150-ე და პეტრე ოცხელის 115-ე წლისთავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები