„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში იტალიური ბაროკოს კონცერტი გაიმართება

20 სექტემბერს, 19:30-ზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, „საქართველოს სინფონიეტა“, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში იტალიური ბაროკოს კონცერტს გამართავს.

თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობენ იტალიელი და პოლონელი ვარსკვლავები: სერჯო აცოლინი, ფაგოტი (იტალია), ფრანჩესკო გალიჯონი, ჩელო (იტალია), დიეგო კანტალუპი, თეორბო (იტალია), ალინა რატკოვსკა, კლავესინი (პოლონეთი).

ამ საღამოს შესრულდება ფრანჩესკო ჯემინიანისა და ჯოვანი ბენედეტო პლატის მუსიკა.

კონცერტის კულმინაცია კი იქნება ბენედეტო მარჩელოს ფაგოტის ორი კონცერტის მსოფლიო პრემიერა. იტალიელმა მუსიკოსმა და მკვლევარმა სერჯო აცოლინიმ, ეს ნაწარმოებები სულ ცოტა ხნის წინ, პრაღის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა და გადაწყვიტა, რომ ის პირველად საქართველოში, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს – „საქართველოს სინფონიეტას“ უნდა შეესრულებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები