საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია!

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში 11 სექტემბერს ფინალური შეხვედრები გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის საქართველოს და ყაზახეთის ნაკრები იბრძოდა. ეს ქართული ჭადრაკის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.

ქართველმა მოჭადრაკეებმა ფინალურ შეხვედრაში, ორივე მატჩში დაამარცხეს ყაზახი მოჭადრაკეები და დამაჯერებლად მოიპოვეს ჩემპიონობა!

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა:

ბელა ხოტენაშვილი (2423)

მერი არაბიძე (2349)

ნინო ბაციაშვილი (2366)

ლელა ჯავახიშვილი (2342)

სალომე მელია (2267)

გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები