საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში, ევროპის ჩემპიონატზე, 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო ჩათვლაში ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ჰააგაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი შალვა გურეშიძემ მოიპოვა. ის ზედიზედ მეორე გახდა ევროპის ჩემპიონი.

ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს თენგო ზირაქაშვილი -66კგ წონით კატეგორიაში და გიორგი ტერაშვილმა (-73კგ).

ლუკა ბაბუციზემ კი (-81კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები