Naarden International Piano Festival-ის სეზონის გახსნის საზეიმო კონცერტზე მსმენელის წინაშე ქართველი პიანისტი ნინო გვეტაძე წარდგა

2023 წლის 4 სექტემბერს, სეზონის სტარტი აიღო ქ. ნაარდენის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალმა – Naarden International Piano Festival. სეზონის გახსნის საზეიმო კონცერტზე, მსმენელის წინაშე წარდგა ნიდერლანდებში დაფუძნებული ცნობილი ქართველი პიანისტი ნინო გვეტაძე, რომელიც ამავდროულად ფესტივალის თანადამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მასთან ერთად, საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულა ჰოლანდიელმა პიანისტმა, ბარტ ვან დე რურმა.

კონცერტს ფართო საზოგადოება დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც ადგილობრივი მსმენელი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ქალაქ ნაარდენის მერი, პიტერ რევინკელი და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია.

ტრადიციულად ფესტივალი სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები