ქართულ-იტალიურმა ტელეკომპანიამ KN TV იტალიაში მაუწყებლობის ოფიციალური ლიცენზია მოიპოვა
ქართულ-იტალიურმა ტელეკომპანიამ KN TV იტალიაში მაუწყებლობის ოფიციალური ლიცენზია მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიას უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება.
ტელეკომპანიის დამფუძნებელი ქეთი ნოგიევა: – “მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს იტალიურ ტელეარხებთან თანამშრომლობის თაობაზე და როგორი ტიპის პროექტები განხორციელდება ერთობლივად, ამას მაყურებელი ძალიან მალე KN TV-ის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გაიგებს. იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზიის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ბევრ ახალ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, მაუწყებლობა 20 სექტემბრიდან განახლდება.”
ქეთი ნოგიევამ “ქართულ კვირასთან” საუბრისას კიდევ ერთი სიახლე გაგვიმხილა – მისგან კიდევ ერთ ახალ ინოვაციურ პროექტს ველოდებით. ეს იქნება მობილური აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოში მიმოფანტულ ქართველ ემიგრანტებს ერთ სივრცეში გააერთიანებს, მათ სხვადასხვა უფასო და სასარგებლო სერვისებს და სიახლეებს შესთავაზებს… ეს იქნება პროექტი, რომელიც იტალიაში ჯერჯერობით არ განხორციელებულა.