ლუკა დვალაძე სწავლას Kansas State University-ში გააგრძელებს
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული ლუკა დვალაძე, სექტემბრიდან, ამერიკაში, Kansas State University-ში სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას.
ლუკას სწავლის სრული დაფინანსება აქვს მიღებული უნივერსიტეტისგან და ფიქრობს მისი სამომავლო განათლება დაუკავშირდეს ასტროფიზიკას, კოსმოლოგიას, ან ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებას.