საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

ზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია IndiGo-მ ინდოეთის დედაქალაქ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი გვიან ღამით შეასრულა. პირველი რეისით ჯამში 325-მა მგზავრმა ისარგებლა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. უმსხვილეს ინდურ ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა.

პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები