საქართველოს სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ „ჯერაშის კულტურისა და ხელოვნების ფესტივალში“ მიიღებს მონაწილეობას

2023 წლის 27-28 ივლისს, იორდანიის და საქართველოს კულტურის სამინისტროების, ასევე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ სამეფოს მთავარ საერთაშორისო ფოლკლორულ ღონისძიებაში – „ჯერაშის კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი“ მიიღებს მონაწილეობას.

დასწრება უფასოა.

„ერისიონი“ გამოსვლების განრიგი:

  1. 27 ივლისი – 20:00 საათი – ქ. ამანი, აბდალი, ბულვარის სცენა;
  2. 28 ივლისი – 20:00 საათი – ქ. ჯერაში, რომაული ქალაქის ძირითადი სცენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები