დიანა ანფიმიადი ლიტერატურულ ფესტივალში “Hausacher LeseLenz” მიიღებს მონაწილეობას
13-19 ივლისს პოეტი დიანა ანფიმიადი მონაწილეობას მიიღებს ლიტერატურულ ფესტივალში “Hausacher LeseLenz”. ფესტივალი გერმანიაში, ქალაქ ჰაუზახში 1998 წლიდან ტარდება. წლევანდელ პროგრამას 36 მონაწილე ჰყავს – მწერლები, მუსიკოსები და პერფორმერები.
პოეტი ფესტივალს სტუმრობს მწერალთა სახლისა და პოეზიის საერთაშორისო პლატფორმა “ვერსოპოლისის” თანამშრომლობის შედეგად. ნომინირებული ქართველი პოეტები პლატფორმის სხვადასხვა ფესტივალში იღებენ მონაწილეობას.
ფესტივალმა დაარსებიდან დღემდე არაერთ მნიშვნელოვან ავტორს უმასპინძლა. მათ შორის არიან კოლუმ მაკკენი, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი, მარატინ ვალსერი, ნორა გომრინგერი, ადონისი, ლუკას ბარფუსი და სხვები.
დიანა ანფიმიადთან შეხვედრა ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 15 ივლისს, ჰაუზახის მედიათეკაში.