საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე თურქეთის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს
დიდი წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე თურქეთის საკლუბო ჩემპიონატზე.
ქართველი დიდოსტატი კლუბ „ჩანაკელეს“ ლიდერია და 5-იდან 4,5 ქულით პირველ ადგილზეა, პირად ჩათვლაში, პირველ დაფაზე.
სანიკიძემ მეხუთე ტურში ეფექტურად დაამარცხა ბერძენი დიდოსტატი ანასტასიოს მასტროვასილისი.