მესტიაში სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი 2023 მესამედ გაიმართება
20-27 ივლისს მესტია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს უკვე მესამედ უმასპინძლებს.
წელს მესამედ ჩატარდება Pitching forum კონკურსი, ასევე, წელს პირველად Work in progress კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდებიან რეჟისორები თავიანთი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, რომლებიც პოსტპროდუქციის ბოლო ეტაპზე არიან.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩევა, სადაც რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა ქალღმერთ დალის პრიზები: საუკეთესო ფილმი, სააუკეთესო რეჟისორის პრიზი და საუკეთესო ოპერატორის პრიზი.
სეტის მოედანზე კი ყოველდღიურად მოეწყობა თანამედროვე სრულმეტრაჟიანი ფილმების გარე ჩვენებები.
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წელს რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა და პროდიუსერმა თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააარსეს.