რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი 2023
22 ივლისს, 14:00 საათიდან, ცაგერში, ლადო ასათიანის სკვერში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი ჩატარდება.
რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება. წინა წელს ფესტივალს ამბროლაურმა უმასპინძლა, წელს მასპინძელი ლეჩხუმი, კონკრეტულად ქალაქი ცაგერი იქნება.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრები შეძლებენ რაჭა-ლეჩხუმში არსებული მარნების ღვინოების დეგუსტაციას.
ფესტივალი დაიხურება ANIK-ის კონცერტით.
დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი ხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.